პრეზიდენტი ტრამპი არ თამაშობს და მზად არის, ჯოჯოხეთი დაატრიალოს - თეთრი სახლი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 59
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ "ამის თქმის ეშინია".
„ისინი, სხვათა შორის, მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან ფიქრობენ, რომ მათ საკუთარი ხალხი მოკლავს. ასევე ეშინიათ, რომ ჩვენ მოკლავთ“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა დაუყოვნებლივ არ მიიღო ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა კი თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანი თუ ვერ მიიღებს არსებულ რეალობას, შტატები ირანზე უფრო ძლიერი დარტყმებს განხორციელდეს.
"ირანი თუ ვერ მიიღებს არსებულ რეალობას, თუ ვერ გაიგებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია და ეს მდგომარეობა გაგრძელდება, პრეზიდენტი ტრამპი უზრუნველყოფს, რომ ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა განხორციელდეს, ვიდრე ოდესმე. პრეზიდენტი ტრამპი არ თამაშობს და მზად არის, ჯოჯოხეთი დაატრიალოს“ - თქვა ლევიტმა.
No article in the selected categories
