ტრამპთან დებატები ჩემს ინტერესში არ შედის - რომის პაპი ლეო XIV
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 93
რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტტან, დონალდ ტრამპთან დებატები მის ინტერესში არ შედის.
„როგორც ჩანს, ისე აღიქვეს, თითქოს პრეზიდენტთან დებატებს ვცდილობდი, რაც საერთოდ არ არის ჩემს ინტერესებში“, – განაცხადა პაპმა ანგოლაში ვიზიტის დროს.
ამასთან, პაპმა კვლავ გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც ომებზე მილიარდებს ხარჯავენ და აღნიშნა, რომ მსოფლიოს „მრავალი ტირანი ანადგურებს“.
ცნობისთვის, რომის პაპმა, ლეო XIV-მ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, იპოვოს გზა ირანის ომის დასასრულებლად. დონალდ ტრამპმა კი პაპთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ – სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია და არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. ამის საპასუხოდ, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მისი მოწოდებები სახარებაზეა დაფუძნებული და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია.
No article in the selected categories
