დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით ყველა მიმართულებით, იქნება ეს ნარკოტიკული, ორგანიზებული, კორუფციული თუ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, რისი საშუალებაც არ გვქონდა თავის დროზე ობიექტური მიზეზების გამო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლაზე და კონკრეტულ გვარებზე კითხვები არ უნდა იყოს დასმული პრემიერ-მინისტრის მიმართ.
„რაც შეეხება კორუფციულ დანაშაულებს, თავის დროზე ჩვენ, შეიძლება, ვერ ვახერხებდით კანონის ამოქმედებას მთელი სიმკაცრით იმის გამო, რომ იყო უამრავი ხელოვნურად შექმნილი გამოწვევა. დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველა მიმართულებით, იქნება ეს ნარკოტიკული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, კორუფციული თუ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, რისი საშუალებაც არ გვქონდა ობიექტური მიზეზების გამო თავის დროზე. რაც შეეხება, ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლას, მსგავსი კითხვები არ უნდა დაისვას ჩემ მიმართ, რადგან პრემიერ-მინისტრის ფუნქცია და უფლებამოსილება არ არის, მიიღოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასთან დაკავშირებით და ა.შ.“ – განაცხადა პრემიერმა.
დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული საქმეები აღიძრა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან და ეს არის მთლიანად კანონის თემა, ეს არ ეხება მთავრობას, როგორც ასეთს, ეს ეხება შესაბამის უწყებებს.
„ჩვენი ხელისუფლება აქტიურ ზომებს იღებს კორუფციის აღმოსაფხვრელად საქართველოში. ამას უკავშირდება პროკურატურის აქტიურობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სხვა სამართალდამცველი უწყებების საქმიანობა. ყველა ძირითადი მიმართულებით გააქტიურდა კრიმინალთან ბრძოლა, ეს ეხება კორუფციულ დანაშაულებს, ნარკოტიკულ დანაშაულებს, ორგანიზებულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს, ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლებისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გამოწვევები ხელოვნურად, გარედან იყო შექმნილი.
„როდესაც, მაგალითად, გაქვს რთული პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო, როცა არის რეგიონში მიმდინარე ომი, როდესაც ამ ფონზე არის ზეწოლა ხელისუფლების მიმართ, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში და ა.შ., ასეთ დროს რაღაცებს, შეიძლება, ვერ დაუთმო სათანადო ყურადღება ობიექტური მიზეზების გამო. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე მოუწოდებს ყველას, მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა.
„შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა. როგორც ჟარგონზე იტყვიან, ე მანდ არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, რადგან სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება, კანონი ასე მარტივად დაარღვიოს ადამიანმა. კანონის დარღვევას სადაც ვნახავთ, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა პრემიერმა.