"მშვიდობიანი დამხობა" - ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ გეგმაზე უარს არ ამბობს და რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს.
უცვლელ რიტორიკას პასუხობენ მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საზოგადოებაში ექსტრემიზმს მხარდაჭერა არ აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოება რადიკალიზმს მხარს არ უჭერს, ამიტომ არ სჯერა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში რაიმე შეუქცევადი მოხდება, რომელიც ქვეყანას ნგრევისკენ წაიყვანს.
"საზოგადოებაში არ აქვს მხარდაჭერა ამ ექსტრემიზმს. არსებობენ ცხელთავიანი ადამიანები, გარკვეული სექტა არსებობს, შეპყრობილი ადამიანები, ბევრი შეცდომაშია შეყვანილი.
არ ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბერს განვითარდება ისეთ პროცესი, რომელიც შეძლებს, ქვეყანა ამ შეუქცევადი ნგრევის პროცესით წაიყვანოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.