საკრებულოს წევრის, საბა ბუაძის ინფორმაციით, ურბანულ კომისიაზე გაირკვა, რომ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს პროექტი შეეცვალა სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"გახსოვთ ალბათ „ბიზნესის თავისუფლად სუნთქვაზე“ მოსაუბრე ბიზნესმენი ნამორაძე, რომელმაც მედიის ინფორმაციით ქვეყანა დატოვა.
ხოდა დღეს ურბანულ კომისიაზე ირკვევა, რომ „ფიზკულტურის ინსტიტუტის“ ადგილზე მისი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულების და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს და ნაყიდ კოეფიციენს ფაქტიურად უკან დააბრუნებს (რაც ასეთ ტერიტორიებზე უდიდესი იშვიათობაა). სამაგიეროდ, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შეიცვალა და ჭავჭავაძის ნაცვლად, სპორტის უნივერსიტეტის კომპლექსს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ააშენებს"