ჩეხეთმა კიდევ 5 ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

ჩეხეთმა საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე დაასანქცირა. მათ შორის არიან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, მოსამართლეები: კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია და პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პასუხისმგებელნი არიან გასული წლის და წლევანდელი საპროტესტო აქციების დროს სასტიკ დარბევაში.

როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი ზომები უკვე მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. თუმცა, მისივე თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში ჩეხეთმა შსს-ის სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა:

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“
ვაჟა სირაძე
მირზა კეზევაძე