საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც ყვება, თუ რატომ დატოვა მშვიდი ცხოვრება კიევში, როგორ დაბრუნდა საქართველოში რისკის ფასად და აცხადებს, რომ მიუხედავად გასული ოთხი წლისა ციხეში, მისთვის ბრძოლის ჟინი არ განელებულა:
"2021 წლის სექტემბრის ბოლოს დავტოვე ჩემი ლამაზი ახალაშენებული სახლი კიევის გარეუბანში (ეს იყო ყველაზე კარგი სახლი რომელიც როდისმე მქონია) გავიარე ჩემს სამსახურში, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში, სადაც ჩემი დიდი კაბინეტი მისაღებით პირდაპირ ზელენსკის კაბინეტის ზემოთ იყო განლაგებული და სადაც ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა.
მოვაწესრიგე საბუთები და გავემგზავრე პირდაპირ ოდესაში. ამ ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, რომელშიც ადრე გუბერნატორი ვიყავი და საიდანაც 230 კილომეტრიანი გზა ავაშენე ევროკავშირის საზღვრამდე.
ბოლოჯერ ჩავეხუტე ალისას და გავემგზავრე პორტისკენ, რომელსაც ჩემი გუბერნატორობის დროს გადავარქვით სახელი ლენინის მიხედვით დარქმეული ილიჩოვსკიდან. ჩენრო მორსკზე დავჯექი ბორანზე და გავემგზავრე საქართველოში.
ეს არ იყო ჩემი პირველი მცდელობა საქართველოში დაბრუნების. ერთი წლით ადრე საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დავჯექი კატერზე და წავედი საქართველოში. გზიდან ჩავერთე დიდ მიტინგს თავისუფლების მოედანზე პირდაპირ კატერის ტრიუმიდან.
რუსეთის ტერიტორიული წყლებიდან სოჭის აკვატორიაში დაახლოებით 5 კილომეტრში კატერს კარგად არყევდნენ ტალღები და ამიტომ თბილისში ეკრანზეც იგრძნობოდა ეს რყევა. შეიძლებოდა დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ კამერის ოპერატორს უყანყალებდა ხელი... ვრცლად მიმართვა იხილეთ აქ.