"საქართველოს გზა ევროპული, მშვიდობიანი და პრინციპულია" - ირაკლი კობახიძე

4 ოქტომბრის არჩევნები ადასტურებს ქართველი ხალხის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და მათ მუდმივ მისწრაფებას, იცხოვრონ სტაბილურ და თანამედროვე სახელმწიფოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54 პროცენტი მიიღო, რაც მმართველი გუნდის მიმართ საზოგადოების ნდობის მკაფიო სიგნალია და ეს ნდობა კვლავ იზრდება.

„4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ეს არჩევნები ადასტურებს ქართველი ხალხის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და მათ მუდმივ მისწრაფებას, იცხოვრონ სტაბილურ და თანამედროვე სახელმწიფოში.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54 პროცენტი მიიღო - ეს ჩვენი მიმართულებით საზოგადოების ნდობის მკაფიო სიგნალია. ეს ნდობა კვლავ იზრდება. ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები არა მხოლოდ იმის გადაწყვეტას ეხება, თუ ვინ მართავს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს - არამედ იმ მოდელის დაცვას, რომელიც შედეგს იძლევა. ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი, რომელსაც კონფრონტაციის გარდა არანაირი ხედვა არ გააჩნია, ცდილობს დემოკრატიული პროცესი დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად აქციოს. თუმცა, დემოკრატია მხოლოდ პროტესტს არ ეხება - ეს ასევე მუშაობას და შედეგებს ეხება. ჩვენი მთავრობის მუშაობა და შედეგები კი ნათელი იყო - ჩვენ ვიცავთ ეკონომიკურ ზრდას, ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენს ხალხში და ვინარჩუნებთ მშვიდობას რთულ რეგიონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო ევროპის ფართო სამეზობლოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბდა. 

„ეს შედეგები შემთხვევითი არ არის - ისინი გრძელვადიანი განვითარებისკენ განზრახ მიმართული, ზოგჯერ რთული არჩევანის პროდუქტია და არა მოკლევადიანი ეფექტისკენ. გლობალური გაურკვევლობის პირობებშიც კი, საქართველომ თავი საიმედო და სტაბილურ პარტნიორად წარმოაჩინა.

დღეს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა სწრაფი ტემპით იზრდება. გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადალაგების  კვალდაკვალ, საქართველო შუა დერეფნის ცენტრში დგას - ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი უმოკლესი და ყველაზე სტაბილური მარშრუტის სახით. ჩვენი მთავრობა ამ როლის შესასრულებლად თამამ ინვესტიციებს ახორციელებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება. ჩვენ ვაფართოებთ და ვაახლებთ ტრანსპორტს, ლოგისტიკას და ციფრულ ინფრასტრუქტურას, ამავდროულად ვახდენთ ჩვენი, როგორც მწვანე ენერგიის ექსპორტიორის, სრული პოტენციალის გამოვლენას. ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური  კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე. ჩვენ პარტნიორობას ვთავაზობთ ყველას.  საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ითანამშრომლონ ჩვენთან და აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და ეფექტური მუშაობით მოვიპოვეთ“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო.

„ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას. გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რეალისტური და მიღწევადია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამისკენ ვისწრაფვით, არამედ იმიტომ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც ამას იმსახურებს. ჩვენ რეფორმებს მოთმინებითა და მონდომებით ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება, რაც ასახავს როგორც ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ასევე მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხელმძღვანელობს როგორც ურყევი პრინციპებით, ასევე პრაგმატული მოსაზრებებით. ქართველი ხალხი სრულად აცნობიერებს ომის დიდ ფასს. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება და ურყევად ერთგულნი ვრჩებით მშვიდობიანი მოგვარებისკენ, სრულად ვაღიარებთ, რომ მშვიდობა წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს გზა ევროპული, მშვიდობიანი და პრინციპულია.

„ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საკუთარი  წვლილი შეგვაქვს პროცესში. ურყევად ვრჩებით რეფორმირების რეჟიმში,  ჩვენი ვალდებულებების მიმართ ერთგულნი და ორიენტირებულნი დასახული შედეგების მიღწევაზე. ჩვენი დემოკრატიის გაღრმავებისა და სტრატეგიული როლის გაფართოების კვალდაკვალ, ველოდებით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს ისეთ ქვეყნად აღიქვამენ, რომელიც ევროპის მომავლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური  კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე.

 

„დღეს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა სწრაფი ტემპით იზრდება. გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადალაგების  კვალდაკვალ, საქართველო შუა დერეფნის ცენტრში დგას - ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი უმოკლესი და ყველაზე სტაბილური მარშრუტის სახით. ჩვენი მთავრობა ამ როლის შესასრულებლად თამამ ინვესტიციებს ახორციელებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება. ჩვენ ვაფართოებთ და ვაახლებთ ტრანსპორტს, ლოგისტიკას და ციფრულ ინფრასტრუქტურას, ამავდროულად ვახდენთ ჩვენი, როგორც მწვანე ენერგიის ექსპორტიორის, სრული პოტენციალის გამოვლენას. ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური  კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე. ჩვენ პარტნიორობას ვთავაზობთ ყველას.  საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ითანამშრომლონ ჩვენთან და აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და ეფექტური მუშაობით მოვიპოვეთ“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.