რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების მარში, რომელიც თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
პროტესტის მონაწილეებს სრულად აქვთ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანიც.
სტუდენტების განცხადებით, დღევანდელი შეკრების მიზანია, სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ რუსთაველზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები და დღევანდელ დღეს „დროშების რევოლუციის“ დღედ მოიხსენიებდნენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეა. მოქალაქეები ყოველდღიურად გამოდიან უცვლელი მოთხოვნებით: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
თავისუფლების მოედანზე დამონტაჟდა სცენა, სადაც აქცია გაგრძელდება. პროტესტის ძირითადი ნაწილი თბილისის საკრებულოს შენობის წინ გაიმართება.