17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33,5%-ს შეადგენს - ცესკო

საქართველოს ცენტრალური კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 1 175 817 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,5%-ია.

მათივე ცნობით, კენჭისყრა, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში, პროცედურების დაცვით მიმდინარეობს.