“რაც ახლა ხდება, არის მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია” - „გახარია საქართველოსთვის“

რაც ახლა ხდება არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში.

„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში. ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.