თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ 76,3% მოიპოვა - ეგზიტპოლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. თბილისში ყველაზე მეტი ხმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა.

  1. „ქართული ოცნება" 76,3%
  2. „ლელო საქართველოსთვის" - 7.1%
  3. „გირჩი“ - 6.8%
  4. „კონსერვატორები საქართველოსთვის" - 3.3%
  5. სხვა პარტიებმა საერთო ჯამში ხმების 6.5% მიიღეს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ ეგზიტპოლი ჩაატარა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. კვლევა ტარდება ჯამში 150 შემთხვევით უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავდნენ, თუ რომელ პარტიას და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.