დღეს ვართ მოწმე, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწყება - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გასული წელი საზოგადოებისთვის მძიმე და მტკივნეული პერიოდი იყო, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ რეპრესიებით, დაჭერებითა და დაშინებით ხასიათდება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ჩახშობას და რუსული მოდელის დამკვიდრებას, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვითა და თავისუფლების შეზღუდვით გამოიხატება. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია, რეჟიმი კი ვეღარ აკონტროლებს პროცესებს - „ქართული ოცნება“ შიდა დაპირისპირებისა და კრიზისის ეტაპზეა, ხოლო საზოგადოება უნდა დარჩეს გამძლე და სოლიდარული, რადგან ცვლილებების დრო ახლოვდება. 

26 ოქტომბრიდან გავიდა თითქმის ერთი წელი. ეს ერთი წელი ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ძალიან მტკივნეული წელია, რამეთუ ჩვენ ვნახეთ პირველ რიგში, და ეს ამ დღეებშიც კიდევუფრო დამძიმდა, ისტერიული რეპრესიები მშვიდობიანი საზოგადოების წინააღმდეგ. ეცადნენ, რომ გადაეყვანათ არამშვიდობიან სცენარებზე, მარამ არ გამოუვიდა რეჟიმს და ყველანაირად, ყველა ფორმით, უდანაშაულო ადამიანების დაჭერებით, დაჯარიმებით, დაშინებით ცდილობენ, რომ პროტესტი ჩაახშონ. გრძელდება რეპრესიები და კიდევ ახალი რუსული კანონები , ესრუსული მოდელი ყველაფერში ვრცელდება და ახლა ველოდებით, რომ მიღებული იქნება ესკანონი, რომელიც აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და ასევე პარტიების წევრების სპოლიტიკურდა საერთოდ საქმიანობას. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი ამ პოლიტიკური რეპრესიების და ამრუსული სცენარის განვითარების, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ 1 წლის მანძილზე, ოღონდ ბევრადუფრო აჩქარებულად, ვიდრე ეს მოხდა თავის დროზე რუსეთში.

ასევე, საქართველო შედის რუსეთის სივრცეში, რამეთუ აქ შემოდის სანქცირებული გემები, რომლებსაც შემოაქვთ სანქცირებული ნავთობი ყულევის პორტში. ჩვენ ვართ უკვე გზა იმისთვის, რომ რუსეთმა გვერდი აუაროს სანქციებს

მაგრამ, ამ ერთი წლის მანძილზე, რეალურად, რეჟიმმა ვერაფერს მიაღწია. ვერ მიაღწია იმას, რომ დაერღვია ეს საერთაშორისო იზოლაცია. საზოგადოების პროტესტი ვერ ჩაახშო, თუნდაც ისდაკავებები, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი. ქვეყანას ვეღარ მართავენ. ეს რეჟიმი არისრეპრესიული, მაგრამ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას და რაც მთავარია, ჩვენდღეს ვართ მოწმე იმის, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისიდასრულების ჟამი იწყება. ეს არის შიდა დაპირისპირება, შიდა კრიმინალური გარჩევები, ხანსროლით და ხან ციხით დამუქრებით, მაგრამ ფაქტია, რომ სრული უნდობლობა დაეუფლა"ქართულ ოცნებას". ეს არის ის ბოლო ეტაპი, რომელსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. უნდამოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს შეიძლება, ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდეს. დიდხანს არა, მაგრამჩვენგან საჭიროა გამძლეობა, გამძლეობა ამ რეპრესიების ფონზე, კიდევ მეტი სოლიდარობა.

26 ოქტობერი დადგება და იქ ვიქნებით ყველანი ერთად, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომპროტესტი არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია, - თქვა სალომეზურაბიშვილმა