მალაიზიაში მაჰატირმა და ანვარმა შეძლეს გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს? - სააკაშვილი

მე და ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს „ვარდების რევოლუციის“ წინ, უკმაყოფილო ვიყავი მისი საქმიანობით, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

სააკაშვილის თქმით, გაერთიანება ყველამ უნდა შეძლოს.

„მე ბურჯანაძეს სამი წელი არ ველაპარაკებოდი. ერთიანობასთან დაკავშირებით მინდა, გავიხსენო მალაიზიის მაგალითი. სწორედ იმ დღეებში, როცა მალაიზიას ვესტუმრე მათი ეკონომიკური მოდელის შესასწავლად 1998-ში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მაჰატირ მოჰამედმადააპატიმრა ვიცე-პრემიერი ანვარი ბინძური ბრალდებებით. ანვარმა ციხეში 15 წელზე მეტი გაატარა. ამასობაში, მაჰატირი ხელისუფლებაში ჩაანაცვლა რეზაკმა, რომელიც უკიდურესად კორუმპირებული და ავტორიტარული აღმოჩნდა. მორიგი არჩევნების წინ მაჰატირი მივიდა ანვარისცოლთან და შესთავაზა წარსულის დავიწყება და ალიანსის გაკეთება. ასეც მოხდა და რეზაკმაწააგო არჩევნები. დღეს 101 წლის მაჰატირიმალაიზიაში მშვიდად ცხოვრობს, ხოლო ანვარიპრემიერ-მინისტრია. ხოდა ეგეთმა ხალხმა შეძლო გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს? ცნობისთვის, მე და ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს ვარდების რევოლუციის წინ იმიტომ, რომ მე უკმაყოფილო ვიყავი მისი საქმიანობით, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა“, – წერს სააკაშვილი.