„რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, ევროკავშირი რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით - პრემიერი

ასეთი გამონათქვამია - „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, ევროკავშირი რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან, ეს იყო, რა თქმა უნდა, არასწორი პრაქტიკა, თუმცა ეს არასწორი პრაქტიკა ახლა მიუბრუნდა უკან ევროკავშირს, რაც ძალიან საინტერესოა, ბუნებრივია, ჩვენთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მხრიდან 5 ევროპელი პოლიტიკოსის მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან საინტერესოა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ისმენს აღშფოთებულ განცხადებებს ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„როდესაც ვისმენთ ევროკავშირის წარმომადგენლების აღშფოთებულ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ესეც არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.