ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ყველაფერი მართლმსაჯულების საქმეა - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების საკითხზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე.

„ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადამიანურად ჩემთვის სამწუხაროა რაც მოხდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.