მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საუნივერსიტეტო სისტემაში სერიოზული დეფიციტია კადრების თვალსაზრისით.
„რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულების ლექტორებს, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში შესაბამისი დისციპლინები და ამის შემდეგ მათზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ. ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში. შესაბამისად, როგორც კი დადგება ამის დრო და საჭიროება, მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ჰუმანიტარული მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.
შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგი – თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რექტორებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ ვინაიდან აღარ ცხადდება რეორგანიზაცია, შერწყმა, შესაბამისად, აღარ არის დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროება და ყველაფერი რჩება ისე, როგორც იყო.
„რაც შეეხება რექტორებს, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტები რჩება, რექტორებიცრჩებიან, თუ ისინი არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას ან თუ შესაბამისი პროცედურებით არ მიიღება სხვა გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი პროცედურები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ აღარ ცხადდება რეორგანიზაცია, შერწყმა, შესაბამისად, აღარ არის დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროება, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის.
შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგი: თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თსუ-ს შემთხვევაში ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ბუნებრივია, ვერ შევეხებით და არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში პირველ და მეორე კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტსაც არ ვეხებით, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, დღეს გვქონდა ამაზე საუბარი, გვექნება მსჯელობა კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და ამის საფუძველზე შეგვიძლია, შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე, აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა პრემიერმა.
რა კონცეფციაც დამტკიცდა, თავისი ყველა ელემენტით, აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე. ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას, ქართველ სტუდენტს, რათა მომავალში მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს ჩვენს უნივერსიტეტებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის პრინციპული ამოცანა.
„მკაფიოდ განვაცხადე რამდენჯერმე, რომ ყოველგვარი კომპრომისის გარეშე განხორციელდება რეფორმა, დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად. რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს, არც ერთხელ მითქვამს, რომ ვიქნებოდით უკომპრომისოები, ხისტად პრინციპულები და ასე შემდეგ. პირიქით, ჩვენ ველოდებოდით, გუშინაც ვიცოდით, რომ დღეს კონსულტაციები გვექნებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, გაერთიანებასთან დაკავშირებით არცერთხელ გამიკეთებია რაიმე ხისტი, მკაცრი კომენტარი. ხისტი და მკაცრი კომენტარი ახლაც შემიძლია გავაკეთო კონცეფციის განხორციელებასთან დაკავშირებით. რა კონცეფციაც დამტკიცდა თავისი ყველა ელემენტით, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს სჭირდება ქართველ ახალგაზრდას, ქართველ სტუდენტს, რათა მომავალში მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის პრინციპული ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
