შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
