კახა კალაძე შაბათ-კვირას აბუ დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი ვითარების გამო ჯერ ვერ ახერხებს გამოფრენას

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს.

„თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.