მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომელიც პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.
დადგენილებით "სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ" 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
აკრძალვა არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წარმოებაზე, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლებების/წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წარმოებაზე.
ასევე, არ ვრცელდება 3 ლიტრისა და მეტი მოცულობის სასმელ წყალსა და 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის სხვა სასმელებზე.
დოკუმენტის თანახმად, ექსპორტის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა საჭიროებისათვის ან/და თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.
რეგულაციის კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური.
დადგენილებით სასმელები შემდეგნაირადაა კატეგორიებად წარმოდგენილი:
|
სასმელები |
სეს ესნ კოდი
|
|
არაალკოჰოლური (უალკოჰოლო) სასმელები
|
|
|
წყალი, მათ შორის, ნატურალური მინერალური წყალი, გაზირებული ან არაგაზირებული
|
2201 |
|
ხილისა და ბოსტნეულის წვენები |
2009
|
|
ხილის ნექტრები, ბოსტნეულის წვენები და მსგავსი პროდუქტები; არომატიზებული სასმელები; სასმელები ჩაის, ყავის, კაკაოს ფუძეზე; სხვა გაზირებული არაალკოჰოლური (უალკოჰოლო) სასმელები
|
2202 |
|
ალკოჰოლური სასმელები
|
|
|
ალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, ალკოჰოლის დაბალი შემცველობის სასმელები) მათ შორის: ლუდი და ალაოს სასმელები; ღვინო და ღვინის სხვა პროდუქტები; ვაშლისა და მსხლის სიდრი; ხილის ღვინო; თაფლის ალკოჰოლური სასმელი; სპირტიანი სასმელები; არომატიზებული ღვინის ფუძეზე (საფუძველზე) მომზადებული სასმელები; არომატიზებული ღვინოები; არომატიზებული, ღვინის ფუძეზე (საფუძველზე) მომზადებული სასმელები; არომატიზებული, ღვინის პროდუქტების კოქტეილები; სხვა ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური (უალკოჰოლო) სასმელების მიქსტურები და სპირტიანი სასმელები 15%-ზე ნაკლები მოცულობითი სპირტს შემცველობით |
2203 2204 2205 2206 2208 |
