თათბირი ორბელიანების სასახლეში - ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
რამდენიმე საათიანი შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერი ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ უამრავი დარღვევის ფონზე არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, ამიტომ დღეს კიდევ რამდენიმე დახურული შეხვედრის შემდეგ, სამოქმედო გეგმას გააჯასაროებენ.
ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტთან არასამთავრობო როგანიზაციების წარმოამდგენლები მივიდნენ.
ისინი სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.