ეუთო, ევროსაბჭო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი - ოთხი უმნიშვნელოვანესი სადამკვირვებლო მისია საქართველოს არჩვენებს აფასებს. პრესკონფერენცი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდიმ გახსნა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არჩევნები დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა. მისივე განცხადებით, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა.
ჩვენი სადამკვირვებლო მისია, დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებელი აკვრიდებოდა ამ არჩევნებს. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველო. მინდა წარმოგიდგინოთ ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის დასკვნები .
განსაკუთრებით იყო ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, როდესაც ხდებოდა აღრიცხვა კენჭირსყრის დღეს, ეს ბადებს ეჭვებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს, რომ ხმა მიეცა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე. რაც შეეხება უკვე არჩევნებისთვის მომზადებას, ეს იყო კარგად მობილიზებული. უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დისბალინსი ფინანსური რესურსების მხრივ, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს. პოლარიზებული მედია გარემო და ასევე კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე. კამპანიის ზედამხედველობის დაფინანსების ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა არსრულებამ, ასევე კიდევ არსებობდა ეჭვები იმაზეც, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის ამ გამწევი ორგანოსი და იბადებოდა ეჭვები მისი მიუკერძოებლობის მიმართ.
იყო დაძაბული გარემო და ასევე ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა. ასევე პროცედურული შეუთავსებლობები, ასევე იყო შეტყობინებები, რომ დაშინების გამო ამომრჩევლები უარყოფით ზეგავლენას განიცდიდნენ - ეს არის ჩვენი ზოგადი სურათი", - განაცხადა პასკალ ალიზარდიმ.