"ახლახან ველაპარაკე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს არჩევნებზე.
მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის."
წერს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუს ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხი განიხილეს.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას ესაუბრება.