ოპოზიცია ერთობლივ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას დღეს, საღამოს 8 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააცნობენ. გადაწყვეტილება ლიდერებმა დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. მათი თქმით, კოორდინაციაში არიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
იქამდე კი ლიდერები ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
"იქნება ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ვისაუბრებთ კონკრეტულ გეგმაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მოიპოვეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე" - განაცხადა კონსულტაციების დასრულების შემდეგ ენმ-ის ლიდერმა.
პარალელურად, ოპოზიცია აგრძელებს გაყალბების მტკიცებულებები შეგროვებასა და სქემების გაშიფვრას რომელსაც ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ.