დღეს გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. გერმანიის მთავრობის მოსმენა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება და სხდომის დღის წესრიგში ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები განხილვის პირველი საკითხი იქნება.
შეგახსენებთ, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მიმართულებისა და ქვეყნის ევროპული კურსისთვის გადამწყვეტი იქნებოდა.