თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნათია მეზვრიშვილს გამოკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნათია მეზვრიშვილს მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხავენ. როგორც მეზვრიშვილი წერს, მოსამართლეს ის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს. გამოკითხვა 12 საათზეა ჩანიშნული.  

„ხვალ 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის - რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში. დანარჩენი ხვალ.“ - დაწერა გუშინ ნათია მეზვრიშვილმა