ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, ქალები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავენ - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ მარჯანიშვილის მოედანთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პროტესტის ტალღაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა, რადგან ანა დოლიძის განმარტებით, საჭიროა, რომ ქართველებმა "ქართულ ოცნებას" დაანახონ, საზოგადოება დანებებას არ აპირებს.
ხალხის ყოფნა აქციებზე მნიშვნელოვანია. დღეს ვერ ახერხებთ ხვალ, ხვალ ვერ ახერხებთ ოთხშაბათს. ოთხშაბათს ქალების აქცია იქნება. ყველა, ვინც პროევროპულ არჩევანს მისცა ხმა, უნდა ეცადოს, რომ რომელიმე აქციაზე მაინც გამოვიდეს. ხელისუფლებას უნდა დავანახოთ, რომ არ ვაპირებთ დანებებას და დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ პროევროპული მომავლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ", - ამბობს ანა დოლიძე.
არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გადიან.
მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში, ქალაქის ორ ლოკაციაზე იკრიბებიან.
ხალხის ნაწილი მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის, ნაწილი კი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძვრებიან.