ამ წუთებში მეტროსადგურ "მარჯანიშვილიდან" დაძრული ადამიანები ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან იმყოფებიან.
პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა მოქალაქეებმა კოსტავას ქუჩაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ და საქართველოს პრეზიდენტს ისტორიის სწორ მხარეს დგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები გეგმავენ, რომ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩერდნენ, პოლიტიკური განცხადებები გაახმოვანონ და შემდეგ მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტიდან" წამოსულ მოძრაობას შეუერთდნენ.
"არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს" - დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა.