თავისუფლების მოედნიდან „დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

„არ ვაღიარებთ არჩევნებს” – თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით „დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდებას მოითხოვენ. ორგანიზატორების თქმით, ეს „დაიტოვეს” გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია და მსვლელობით სურთ საფუძველი ჩაეყაროს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.

„დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციას  სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.