თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბარათაშვილის ხიდი და მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს და ქვეყანაში განმეორითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე".
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
„დაიტოვეს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორშაბათს, 11 ნოემბერს, - როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება - შეხვედრის პარალელურად ორბელიანების სასახლესთან აქციას გამართავენ.