სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ პარლამენტის ღობე შეანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ე.წ პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, ადგილზე არსებული სამხედრო მანქანით რკინის ღობის დაზიანება და ე.წ პარლამენტის ეზოში შეჭრა შეძლეს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებულია სამხედრო მანქანებიც.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში სესია, რომელზეც ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო.  ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ მოხდეს სესიის გადადება და დეპუტატებმა კანონის წინააღმდეგ მისცენ ხმა.