"რუსული" კანონის რეესტრში დარეგისტრირება პრინციპულად მიუღებელია - „ბიბლუსი“ განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება „ბიბლუსის“ განცხადება:

„გიზიარებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელს ვაწერთ ბიბლუსის სახელით. აღნიშნული სიტუაცია გამოიწვია "გამჭვირვალობის კანონის" რეესტრში რეგისტრაციამ.
წიგნის 19 გამომცემლობა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ "რუსული" კანონის რეესტრში რეგისტრაცია მათთან შეუთანხმებლად გადაწყდა, რის გამოც „ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა”.
გამომცემლობების თქმით, "რუსული" კანონის რეესტრში დარეგისტრირება მათთვის პრინციპულად მიუღებელია და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმეთვიანი ძალისხმევის მიუხედავად, თავმჯდომარესთან, თამარ ლებანიძესთან, და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, „კონსტრუქციული დიალოგი ვერ შედგა”.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. პალიტრა L;
2. ბიბლუსი;
3. ინტელექტი;
4. არტანუჯი;
5. ინდიგო;
6. ზიარი;
7. ზებრა;
8. მედუზა;
9. პეგასი;
10. ბუქმანია;
11. ბუქმარკი – წიგნები ვაკეში;
12. საბა;
13. ალონი;
14. წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“;
15. ლაზარე;
16. რასთი კომიქს;
17. ელვა.ჯი;
18. ელვა იმპორტი;
19. კავკასია. “