დღეს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას, რომელიც ორგანიზაია "ჩემმა ხმამ" დააორგანიზა, პროდასავლური ოპოზიციაც შეუერთდება. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ პრობლემა, რომელიც ქვეყანაშია და რომელსაც ივანშვილის ხელისუფლება ჰქვია, პირველ რიგში, თავად ქართველი ხალხის მოსაგვარებელია.
დღეს ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე, 18:00 საათზე და მარშით დავიძრებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ. ხალხის ერთიანი და მკაფიო პოზიციის გარეშე, შეუძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო ველიდან ჩვენი პრობლემების მოგვარება. ნურავის ეგონება, რომ გამოჩნდება მესია ბრიუსელში თუ ვაშინგტონში და მოაგვარებს ქართველი ხალხის პრობლემებს - არა. ქართველი ხალხის პრობლემა, რომელსაც წარმოადგენს ივანიშვილი და რუსული ოცნება, ჩვენივე მოსაგვარებელი და ჩვენივე მოსაშორებელია, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
კოალიცია "ერთიანობა ნაციოანალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი "ოცნების" ხელისუფლების დამარცხების ერთადერთ გზად ქუჩის პროტესტს ასახელებს.
აქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველდღიური აქციებია ძალია მნიშვნელოვანი ერთი ძალიან მარტივი მიზეზი გამო: როდესაც ქვეყანაში არ მუშაობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, როდესაც ქვეყანაში მკვდარია დემოკატია, ასეთ შემთხვევაში, რჩება მხოლოდ საპროტესტო მუხტი ქუჩაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქციები იყოს სიტემატიური, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ღრმა რწმენით, რაც შეარყევს რუსულ რეჟიმს და აიუძულებს რიგგარეშე არჩევნებს, - ამბობს ანა წითლიძე.
ხალხის პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძეც.
ჩვენი მთავარი გეგმა და ჩვენი მთავარი ინიციატივა არის პროტესტი, პროტესტი და ბევრი ადამიანი თბილისის ქუჩებში, ვინაიდან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან გაძლიერდეს ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“. „ქართულ ოცნებას“ ესმის მხოლოდ ძალა, „ქართულ ოცნებას: ესმის მხოლოდ ხალხის ხმა და ჩვენ უნდა გავაგონოთ, მათ შორის, დღეს 18:00 საათზე ბევრი უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ არ ვეგუებით არჩევნების წართმევას, - ამბობს თენგო თევზაძე.
გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ საზოგადოებაში არის ძალინა ორგანული პროტესტი და ეს პროტესტის სამართლიანობის აღდგენამდე ვერსად წავა.
ეს აჩვენებს იმას, რომ საზოგადოებაში არის ძალიან ობიექტური, ძალიან ორგანული პროტესტი იმ უსამართლობის გამო, რომელიც არის ქვეყანაში. ეს პროტესტის არსად წავა, პროტესტს სჭირდება სამართლიანობის ნახვა და თუ სახელმწიფოში სამართლიაობა არ იქნა, ეს პროტესტი სულ იქნება, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი დედაქალაქის ცენტრალური გამზირი კიდევ ერთხელ გახდება. "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა!" - ამ შინაარსის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება.
აქცია სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" ორგანიზებულია.