"თვალი ადევნეთ საქართველოს!..." - ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება, X-ზე აქციის მონაწილეების ღამისთევის ფოტოებს აზიარებს და წერს:

"თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ქართველ ხალხს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ" - წერს მარკო მიჰკელსონი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს.