სულაკაურის გამომცემლობა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისთვის ბიბლიოეთეკას მოაწყობს

სულაკაურის გამომცემლობა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისთვის ბიბლიოეთეკას მოაწყობს. ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.  გამომცემლობის წარმომადგენელის თქმით, ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც მათი წიგნის მაღაზია მდებარეობს, ცოცხალი ჟაჭვი გაკეთდება და ამ ფორმით, წიგნები მთავარ ლოკაციამდე გადაიცემა. 

ჩვენმა გამომცემლობამ, სულაკაურის გამომცემლობამ გადაწყვიტა, პატარა ბიბლიოთეკა მოაწყოს აქ აქციის მონაწილეებისთვის და 5ის ნახევარზე ჭავჭავაძის 15-დან, ჩვენი მაღაზიიდან გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი, რომ წიგნები აქამდე მოვიტანოთ. შემოგვიერთდით და თქვენ გექნებათ საშუალება, ეს ბიბლიოთეკა გამოიყენოთ ვინც აქ იქნებით დღისით თუ ღამით, - განაცხადა გამომცელობის წარმომადგენელმა.