სახალხო პარლამენტის იდეა - ძლიერი საქართველოს ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ამ წუთებში ათონელის რეზდენციაში საქართველოს პრეზიდენტს ხვდებიან. მამუკა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილს სავარაუდოდ "სახალხო პარლამენტის" იდეას გააცნობს. 

მამუკა ხაზარაძე „სახალხო პარლამენტის“ შექმნის ინიციატივით გუშინ გამოვიდა.  კოლიციის ლიდერმა ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. ხუთი პუნქტიდან ერთ-ერთი „სახალხო პარლამენტის“ შექმნას ითვალისწინებს.

მასალა ახლდება