ზურაბიშვილმა ბორელს სამაგალითო სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და კაია კალასს ახალი თანამდებობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელში პოსტში, ჯოზეფ ბორელს მადლობა გადაუხადა სამაგალითო სამსახურისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპულ გზაზე და კაია კალასს ევროპული საგარეო მოქმედების სამსახურის უმაღლესი წარმომადგენლობა მიულოცა.

"გმადლობთ, თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ.

გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, შთამაგონებელია კიდევ ერთი ლიდერი ქალის, საქართველოს ძვირფასი მეგობრისა და ევროკავშირის გზაზე ჩვენი მხარდამჭერის ნახვა ევროპული საგარეო მოქმედების სამსახურის უმაღლეს წარმომადგენლად.

ვულოცავ კაია კალასს ახალი პერსპექტივებისა და ძლიერი ხელმძღვანელობის შემოტანას კომპლექსურ ლანდშაფტში ნავიგაციისთვის," - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების კომისრად დანიშვნა მიულოცა მართა კოსს. მისი თქმით ახლა გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ქართველები ევროპული ხმის დასაცავად იბრძვიან.

"ვულოცავ მართა კოსს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების კომისრად დანიშვნას! გადამწყვეტი როლი ევროკავშირის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ქართველები იბრძვიან თავიანთი ევროპული ხმის დასაცავად.

წარმატებებს ვუსურვებ მას ინტეგრაციის წინსვლაში. დარწმუნებული ვარ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მალე გაერთიანდებიან ევროკავშირის ოჯახის ქვეშ," - წერს ზურაბიშვილი.