გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა.

გიორგი კალანდარიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაიკითხება, რომლის გამოძიებაც პროკურატურამ თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.