პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის თქმით დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევა. ამის შესახებ მან „მთავარი არხის” ინტერვიუში ისაუბრა:
„ის პარტიები რომ არ შევლენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ არ შევლენ – უაზრო შედარებები 2020-თან, რომელიც სულ სხვა რამ იყო, იქ არ იდგა საკითხი ქვეყნის მომავლის, პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში და არ იყო განცდა საზოგადოებაში, რომ ქვეყანა მიდის სხვა მიმართულებით; რომ მასიურად გაყალბდა არჩევნები; ის განცდა, რომ მოგვიპარეს არჩევნები და ქვეყანა ეს განცდა არ არსებობდა, ამიტომ ძალიან განსხვავებული სიტუაციაა დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში”