საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს ომს - მიხაილ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

"საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს ომს. თუმცა, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს. ევროპამ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ უნდა დავდგეთ თავდადებული ევროპელების გვერდით. საქართველოში ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა"  - წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე.