"Anonymous საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერომს უცხადებს.
თქვენმა რეპრესიულმა რეჟიმმა, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ფრაქცია ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უძღვება, ხალხის ნებას უღალატა.
ეს ახლავე უნდა დასრულდეს. Anonymous თქვენს რეჟიმს კიბერომს უცხადებს. თქვენი მცდელობები, აკონტროლოთ ადამიანები შიშისა და ძალადობის გზით, წარუმატებელი იქნება ისევე, როგორც თქვენი ძალისხმევა, ჩაახშოთ [ხალხის] ბრძოლა სამართლიანობისთვის. ინტერნეტი, ჭეშმარიტებისა და გათავისუფლების იარაღი, თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდება.
Anonymous ამ ბრძოლაში ქართველი ხალხისა და მათი მოკავშირეების გვერდით დგას, აძლიერებს მათ ხმებს და თავს ესხმის სისტემას, რომელიც მათ ჩაგრავს". - წერს X-ზე ჰაკერული დაჯგუფება Anonymous