რევოლუციონერების სისულელეებზე დრო არ მაქვს, გერმანიაში ვარ - იმნაძე Linkdin-ზე გავრცელებულ პოსტზე

სოციალურ ქსელ Linkdin-ზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით გავრცელდა განცხადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც წერია, რომ ცენტრი სავსეა კორუმპირებული თანამშრომლებითა და ე.წ ოდეერებით.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული", - წერია მიმართვაში.