საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა "ვივა მედიდან" ჩართვისას სოლიდარობა გამოუცხადა აქციის დაკავებულ მონაწილეებს, ასევ დაკავებულ პოლიტიკური ლიდერებს, ნიკა გვარამიას და ალეკო ელისაშვილს'
"რაც არ უნდა მოაწყონ, რაც არ უნდა დამემუქრონ, იცოდეთ რომ თავისუფლება გაიმარჯვებს. თავისუფლება ყველა დაკავებულს, თავისუფლება ჩვენ ბიჭებს, თავისუფლება მიტინგებზე დაკავებულ ადამიანებს, თავისუფლება ალეკო ელისაშვილს, თავისუფლება ნიკა გვარამიას, თავისუფლება ყველას, ვინც არის უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ენდეთ ჩემ ინტუიციას და ძალიან დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მე გულით კი ვარ ახალგაზრდა, მაგრამ გონებაში ძალიან ბევრი შრე მაქვს დაგროვილი ამ გამოცდილების, ძალიან დიდი მიღწევების და შეცდომებისაც, რა თქმა უნდა. " განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას.