მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს. სწორედ, მათი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა „მაიდნის“ მორიგ მცდელობას, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია.
„მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო გასული ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს.
რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა საქართველოში „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობა. უფრო მეტიც, მათ მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, თუმცა ნახეთ, რომ ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში.
გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო მაიდნის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა ამ ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა“
როგორც მოგეხსენებათ, თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ, ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების საშუალება და რაც მთავარია ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს მათი ჯანსაღი რეაქციისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.