საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეთერის დათმობასა და მენეჯმენტის ცვლილებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება შედგა მაუწყებლის დირექტორთან და აქციის მონაწილეებიდან - ორ ადამიანს ყოველდღე დაეთმობა ეთერი.
კოსტავას ქუჩიდან აქციის მონაწილეები, რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირისკენ, მსვლელობით, დაიძრნენ.