"ხვალ რაც ხდება პარლამენტში - პროვოკაციაა თუ პაროდია, რომელიც მოკლებულია მთლიანად ლეგიტიმაციას" - სალომე ზურაბიშვილი

"ხვალ რაც ხდება პარლამენტში - პროვოკაციაა თუ პაროდია, რომელიც მოკლებულია მთლიანად ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. 

"ქალაქის ე.წ. მერი გვიწყობს პროვოკაციას. რომელმაც დაგეგმა ხვალ 19:00 საათზე ვითომცდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარად პროვოკაციაა. უკვე ორი კვირაა იმ ადგილას იმ დროს არის პროტესტი. ხვალ რადგან პარლამენტში იმართება პაროდია, რომელზედაც შემდგომ მოგახსენებთ, ამ დღესაც უთოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ  სწორედ შვიდ საათზე, სწორედ პარლამენტის წინ, ყველას კარგად გვესმის ეს  რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება.

იმ ადგილზე, სადა თვით ექიმები ამბობენ, რომ შენობების ფასადები გაზით არის გაჟღენთილი, ხეებიც და ალბათ სასურველი არ არის იქ ბავშვების მიყვანა. მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ ეს მისი პროვოკაცია არაფერს გამოიწვევს. ეს პროტესტი, რაც გაშლილია დღეს ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც იქნება, არის მშვიდობიანი და თვითონ მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას. მე მაინც მივმართავ ქალაქის მერს. თუ ეს პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ? მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, გადაიტანოს. და მე ვთავაზობ, აქ, ორბელიანების სასახლის წინ მოიყვანოს ბავშვები და მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც გეგმავს პარლამენტის წინ.

მეორე პროვოკაცია არის ხვალ რაც ხდება პარლამენტში - პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ დავარქვა, ალბათ უფრო პაროდია რადგან ეს იქნება ის ღონისძიება, რომელიც მოკლებული არის მთლიანად ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია, არალეგიტიმური, ეს მოკლებულია მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, ამიტომ ამაზე დიდხანს არც დიდი ანალიზი არ სჭირდება, არც დიდხანს გაჩერება ამ თემაზე. ყველაფერი არის პაროდია თუნდაც დღეს რაც ხდება, რომ "ოცნებიდან" გადის "ხალხის ძალა", მერე დაბრუნდება, მერე იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს თუ არ ნიშნავენ... მოკლედ, ეს უკვე აღარ არის არაფერი, კავშირი აღარ აქვს ამას რამე პოლიტიკურ პროცესთან და ეს არის ყველაზე სამწუხარო იმიტომ რომ გაგვიხადეს სახელმწიფო პაროდიად და ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან შეურაცხმყოფელი და ამითი ერთგვარად არის ასევე პროვოცირება ხალხის რეაქციების იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ ასე მოეპყრო დამოუკიდებელი ქვეყნის ინტიტუტებს, თუნდაც პარლამენტს, პირველ რიგში, და ყველა სხვა ინსტიტუტებს და ეს არის ალბათ მიუღებელი," - განაცხადა პრეზიდენტმა.  

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 14 დეკემბერს, "ოცნების" არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს.