ესტონეთმა მთავრობის კიდევ 14 პირს, მათ შორის კობახიძეს, სანქციები დაუწესა

ესტონეთმა მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

"ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის კრიმინალური და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ", - წერს მინისტრი.