სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროპარლამენტის სხდომას, ხვალ დაესწრება და ევროპარლამენტის წევრებს მიმართავს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. 

"სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ხვალ დილით მიმართავს", - წერს იოზვიაკი.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია.