არჩევნებზე 600 მილიონი ლარის ოდენობის შავი ფული იყო გამოყენებული - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაყალბებული არჩევნების მასშტაბურ სქემაზე ისაუბრა და  თქვა, რომ "ოცნებამ" არჩევნებზე 600 მილიონი ლარის ოდენობის შავი ფული გამოიყენა.

პრეზიდენტმა ისაუბრა დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესუსრის ბოროტად გამოყენებაზე და იმ რუსულ პროპაგანდაზეც, რასაც მმართველი უნფი არჩევნებამდე მიმართავდა. 

დაშინება, ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენება, პროპაგანდა რუსული სტილით, რაც გამოიხატებოდა იმ პალაკატებით, რაც იხილეთ, სადაც გამოსახული იყო დანგრეული ეკლესია, მეორე მხარეს აყვავებული საქართველო, ამან შოკში ჩააგდო საზოგადოება, ამ პლაკატებს რუსული კვალი ეტყობოდა. 

ე.გ წოდებული შავი ფული იყო გამოყენებული დიდი რაოდენობით, ექვსასი მილიონი ლარი, რაც ორას მილიონ დოლარს უდრის იყო ოქტომბრის თვეს დახარჯული. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს, მე მაგალითად ვიხილე ძალადობა, რომელიც  სხვადასხვა უბნებზე ხორციელდებოდა და დავურეკე შინაგან საქმეთა მინისტრს, მაგრამ ვერ დაუვუკავშირდი.