აქცია-პერფორმანსი თბილისში - პარლამენტის შენობამდე მოცეკვავეები ხორუმის ცეკვით მივიდნენ

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პარლამენტამდე მოცეკვავეების მარში გაიმართა.

აქცია-პერფორმანსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი მოცეკვავეები, ასევე რიგითი მოქალაქეები.

მსვლელობის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობამდე ხორუმით გადაადგილდებოდნენ, ხელში კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეჭირათ.